აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა - აღნიშნული ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა. საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.