უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს

2025-01-25 15:58:10+04:00

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 მართვადი რაკეტა და 61 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები 11 ოლქში გაანადგურეს.