საპროტესტო აქციები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ორგანიზატორების თქმით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა. სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.