აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე. მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებისთვის აუცილებელი ყველა პირობის შექმნა.