პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავა

2025-01-25 15:56:07+04:00

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა . მოკლულ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოხდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს