ხანძრის მძიმე შედეგები კალიფორნიაში - ლოს-ანჯელესის ოლქში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურის დაზიანება, დაახლოებით, 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ქალაქის საბჭოში წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პალისადის ხანძარმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა, გაანადგურა 6600-ზე მეტი შენობა და დააზიანა 890 სტრუქტურა. ხელისუფლება ზარალის ოდენობის გაზრდას ვარაუდობს.