აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის - დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი არ უნდა დაეშვა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი “ანგელოზი არ არის“ და რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც გაუსვა და განმარტა, რომ ამერიკამ უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია.