ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილი ოპოზიციონერობით ცდილობს თავი დააღწიოს ჩადენილი დანაშაულისგან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ივანიშვილს ბაჩიაშვილის განცხადებები და გამარჯვება არ აწყობს, რადგან ამით იგი რეპუტაციასაც შეილახავს და ფულსაც დაკარგავს.