მაია სანდუ კიევში ჩავიდა - Palitra News

მაია სანდუ კიევში ჩავიდა

2025-01-25 12:40:33+04:00

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მაია სანდუს ცნობით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.

„ჩვენ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს განვიხილავთ. მოლდოვა საიმედო მეზობლად რჩება“, - წერს სანდუ X-ზე.