თბილისის მერიასთან, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ . აქციის მონაწილეების მიზანი საჯარო სექტორში დასაქმებული პირების სოლიდარობა და მხარდაჭერაა. მათი შეფასებით, ვერავინ გათელავს იმ ძალისხმევას, რომელიც მათ საქართველოსთვის გაიღეს. ისინი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს მოუწოდებენ, რომ არ შეშინდნენ და საქართველოს დემოკრატიის დაცვა გააგრძელონ. საპირისპირო აზრზეა თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც კალაძე ამტკიცებს, მერიას დაწყებული აქვს რეორგანიზაცია. მისი თქმით, ისინი თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ არჩევენ და საქმის სათანადო დონეზე შეუსრულებლობის გამო ათავისუფლებენ.