თეატრი არამხოლოდ სცენას, არამედ დედაქალაქს გასცდა. ვასო აბაშიძის ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას თებერვლიდან აანონსებს. მსახიობები თეატრალიზირებული დადგმით საკუთარ პროტესტს ამჯერად რეგიონებში მყოფ ადამიანებს აჩვენებენ. ,, მე გადმოვცურავ ზღვას"- მსახიობებმა სპექტაკლი თეატრის გარე ტერიტორიაზე განსხვავებული ვერსიით გააცოცხლეს. თითოეულ მათგანს საკუთარი სათქმელი ჰქონდა. გადავარჩინოთ ადამიანი, ადამიანში- ეს იყო პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის მთავარი გზავნილი.