ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე დაიკითხა. წიქვაძემ საკუთარ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2015 წელს, ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული თხოვნით მივიდა, რასაც ის დათანხმდა. მოწმის ჩვენებითვე, ბაჩიაშვილმა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. თავად ბაჩიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მან აღებული სესხი დააბრუნა. უფრო კონკრეტულად, რა ხდებოდა სასამართლოში და რას აცხადებენ დაპირისპირებული მხარეები.