აშშ-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესოს. ჰადსონის ინსტიტუტის "კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის " დირექტორი, ნეით სიბლი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ ივანიშვილს სანქციები დროულად დაუწესოს. ნეით სიბლის გარდა დიდ ბრიტანეთს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც მუწოდებს. სანქციების მოლოდინში არიან ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, თუმცა თავად "ქართული ოცნებისთვის" დაანონსებული სანქციები ზიანის მომტანი არ არის.