დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, შემდეგ მის მიღებას ყველა შეძლებს და კატასტროფული ვითარება შეიქმნება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არსებობს გზები, რომლითაც შესაძლოა გარიგებების საფუძველზე გარანტიები მიიღოს. პარალელურად, ოვალურ ოფისში ირანზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის მხრიდან დაბომბვების გარეშე ირანული ბირთვული კრიზისის მოგვარება „კარგი იქნება“.