აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის და მას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი არ უნდა დაეშვა. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა. მისივე თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის კი პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა. ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.