უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვისა და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. რიაზანში თავდასხმა ასევე თბოელექტროსადგურზე განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და ბრიანსკში კრემნის ქარხანაზეც სცადეს, რომელიც მეხსიერების ბარათებს აწარმოებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 121 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და ტულის ოლქებიც იყო.