ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ფერდის მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის სავალ ნაწილზე, საპრევენციო ღონისძიებების ტარდება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 70 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა. დედაქალაქის მერის ცნობით, სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.