ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - არავითარი კრიმინალური „შოჩიკი“ არავისთვის არ არის ჩართული - გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილი წერილი იყო შეთავაზება და ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ - Palitra News

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - არავითარი კრიმინალური „შოჩიკი“ არავისთვის არ არის ჩართული - გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილი წერილი იყო შეთავაზება და ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ

2025-01-24 15:23:45+04:00

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს მოწმეების დაკითხვები დაიწყო. სასამართლოში ორ გამომძიებელთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძეც დაიკითხა. რა ჩვენება მისცა მან სასამართლოში და რა საკითხებს შეეხო.