ნატო-ს გენერალური მდივანი, ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგობრივ პოზიციას ეხმაურება. მარკ რუტეს განცხადებით, პუტინს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მისივე განმარტებით, კრემლის ლიდერს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ საკითხი რუსეთის მიღებას შეეხება. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, დასავლელი პარტნიორების მთავარი ამოცანა, უკრაინისთვის საუკეთესო პოზიციის შესაქმნელად დახმარების გაწევა უნდა იყოს. აღნიშნული საკითხის შესახებ რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.