გიორგი გახარია რამდენიმე საათში ისაუბრებს იმ დეტალებზე, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის საგამოძიებო უწყებაში - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გიორგი გახარია რამდენიმე საათში ისაუბრებს იმ დეტალებზე, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის საგამოძიებო უწყებაში - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-01-24 12:36:00+04:00

გიორგი გახარია რამდენიმე საათში ისაუბრებს იმ დეტალებზე, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის საგამოძიებო უწყებაში. როგორც ცნობილია, სასტუმრო „შერატონმა“ გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა პროკურატურას უკვე გადასცა და ამ თემას პოლიტიკური მხარეებიც გამოეხმაურნენ. აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ საპროტესტო აქციაც გაიმართა.