უცნობია, იქნება თუ არა დიდი ბრიტანეთი ის ქვეყანა, რომელიც აშშ-ის შემდეგ, ივანიშვილს დაასანქცირებს, თუმცა, ამავდროულად, ჰადსონის ინსტიტუტის "კლეპტოკრატიის ინიციატივის" დირექტორი, ნეით სიბლი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, რომ ივანიშვილს სანქციები დროულად დაუწესოს. თავის მხრივ, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ამ ინიციატივისთვის ნეით სიბლს მადლობას უხდის. ამ თემას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები და თუ რას ამბობენ ისინი, ამაზე სასაუბროდ ჩვენი ჟურნალისტი.