ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, პუტინს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ამის შესახებ რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, პუტინს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ საკითხი ალიანსში რუსეთის მიღებას შეეხება. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მთავარი ამოცანა, უკრაინისთვის საუკეთესო პოზიციის შესაქმნელად დახმარების გაწევა უნდა იყოს.