პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

2025-01-23 22:13:21+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

დღევანდელ აქციას მარშით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც „ახალი თეატრთან“ იყვნენ შეკრებილები.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უკვე 57-ე დღეა იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და აქციების დროს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან