ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ” ვერ გაითავისა, რომ საქმე აქვს თავისუფალ საზოგადოებასთან - ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები, პირველ რიგში, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უტევენ - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ” ვერ გაითავისა, რომ საქმე აქვს თავისუფალ საზოგადოებასთან - ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები, პირველ რიგში, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უტევენ

2025-01-23 21:54:29+04:00

ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები ყოველთვის, პირველ რიგში, უტევენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. 1930-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა, შეტევის მთავარი ობიექტები იყვნენ სწორედ ხელოვანები იყვნენ, რადგან ეს დარგი თავისუფლების გარეშე ვერ არსებობს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მსახიობების დღევანდელ მანიფესტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.