აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა.
დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“.
„ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ.