მარკ რუტე - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენი გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია - Palitra News

მარკ რუტე - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენი გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

2025-01-23 17:00:58+04:00

სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენი გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მარკ რუტეს ცნობით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ნატო-სა და და სომხეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი განიხილა.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენი გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობის ძალისხმევას მხარს ვუჭერ“, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.