ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის

2025-01-23 15:34:04+04:00

უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიის დასრულების პერსპექტივა - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შეჩერება გამარჯვება უნდა იყოს ტრამპისთვის და არა პუტინისთვის. პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე აშშ-ის, ევროკავშირისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია. ზელენსკიმ საერთო სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შემუშავდეს.