ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და USAID-ს მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა - Palitra News

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და USAID-ს მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

2025-01-23 15:30:24+04:00

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და USAID-ს მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე სუბიექტებმა შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა გაცვალეს პოზიციები და საკუთარი ხედვები ერთმანეთს გაუზიარეს.