ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ხელისუფლებამ სართაშორისო თანამეგობრობის კითხვებს 10 დღის ვადაში უნდა უპასუხოს. ვიდრე ეუთო საპროტესტო აქციებისას გამოკვეთილ უფლებრივ დარღვევებზე ოფიციალურ პასუხებს ხელისუფლებისგან მოისმენს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერილობით კორესპონდენციას გაგზავნის. საია სამართლებრივი სტანდარტების დარღვევებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის არაეფექტურობაზე მიუთითებს. ორგანიზაცია მოითხოვს, ამოქმედდეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის, რომელიც უფლებების დარღვევის დამოუკიდებელ საერთაშორისო მოკვლევას უზრუნველყოფს.