მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს? კითხვის საპასუხოდ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა მომავალი სანქციების შესახებ საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ: უკვე გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ და შეაჩერა გარკვეული პროგრამების დაფინანსება საქართველოში დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებამდე. სამაგიეროდ მოსალოდნელ სანქციებზე საჯაროდ საუბრობს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც შესაძლო სანქცირებულთა სიაში პირველ ნომრად სწორედ ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ასახელებს. რა ნაბიჯებს გადადგამს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით და რა ზომებს მიიღებენ ევროპის ქვეყნების.