ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ბათუმში სასტუმრო შერატონთან  მომხდარი თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურის განკარგულებაშია - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს - Palitra News

ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ბათუმში სასტუმრო შერატონთან  მომხდარი თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურის განკარგულებაშია - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს

2025-01-23 15:15:34+04:00

ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ბათუმში სასტუმრო შერატონთან მომხდარი თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურის განკარგულებაშია. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორგანიზებულ თავდასხმასა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს და ბრალდებებს სასტუმრო შერატონი ბათუმის მენეჯერების მისამართითაც აჟღერებს. ამ დროს „ქართული ოცნება“ კვლავ ირწმუნება, რომ ძალადობრივი დაპირსპირების ინიციატორი თავად გიორგი გახარია იყო.