თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობაში ადანაშუალებს. ბაჩიაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა საქმის გარშემო და განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა მისი წარმომაგრნლის მეშვეობით გარიგება შესთავაზა. დღეს სასამართლოში კიდევ რამდენიმე პროცესი ჩატარდა, მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სხდომაც. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამრვევად ცნეს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. ამ წუთებში კი ნარკოდანაშაულში ბრალდრბულების, ჟურნალისტ ნიკუშა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.