საქართველოში სურსათის იმპორტის მეხუთედზე მეტი რუსეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანამ თითქმის მილიარდ 715 მლნ დოლარის ღირებულების საკვები პროდუქტი შეიძინა უცხო ქვეყნებში, აქედან რუსულ პროდუქტებზე თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ როგორ სხვა წლებში, 2024-შიც საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი იყიდა. ამასთან, ათეულში შედის - ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ცოცხალი პირუტყვი. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საკვები პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავენ. მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობა მზად არის, სურსათის ექსპორტი შეზღუდოს, თუ ვითარება შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდება. კონკრეტულად, რომელი პროდუქტის ექსპორტს შეეხება შეზღუდვა, ჯერ არ ასახელებენ.