საქართველომ ტრაილერების გატარებით 179 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია - Palitra News

საქართველომ ტრაილერების გატარებით 179 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია

2025-01-23 13:45:22+04:00

საქართველომ ტრაილერების გატარებით 179 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია. ასევე შემცირდა, იმ ტრაილერების რაოდენობაც, რომლებმაც საქართველოს დერეფნით ისარგებლეს. უფრო კონკრეტულად კი, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით 2024 წლის განმავლობაში, ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 179 432 915 ლარი შევიდა, 2023 წელს კი თითქმის 182 მილიონი ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 2.5 მლნ ლარით არის შემცირებული. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფანი 512 665-მა სატვირთომ გადაკვეთა, 2023 წელს კი 519 996 ტრაილერმა. ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.