ნატო-ს გენერალური მდივანი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ - Palitra News

ნატო-ს გენერალური მდივანი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

2025-01-23 13:00:44+04:00

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და არ შევამციროთ. ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით გადაადგილდება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტის დახარჯვა მოუწევთ.

„ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ. წარმოების მხრივ, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში ვართ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.