აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, აუცილებელია ყველა ერმა თავის ეროვნული ინტერესი წინა პლანზე დააყენოს და ინტერესების გადაკვეთის შემთხვევაში ამერიკასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი მშვიდობის დამყარება და კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობაა.