მას შემდეგ რაც ექსპრემიერი ბათუმში მასზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფებოდა, გიორგი გახარიამ მთავარ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დღეს დაანონსა. პარტია საქართველოსთვის ლიდერის პროკურატურაში მისვლამდე კი მისმა პოლიტიკურმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო შერატონმა გახარიაზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა პროკურატურას გადასცა. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან.