სევდიანი კვიპაროსი , ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი მწერლის სამშობლოში 1940 წელს გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ , ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი სამი ნაწილისგან შედგება.პირველი ნაწილი ძირითადად მოთხრობილია ელეონორ კარლაილის მიერ, რომელიც მოგვითხრობს დეიდის და მერი ჯერარდის გარდაცვალებაზე. ელეონორი მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილია, რადგან ყველა მტკიცებულება მასზე მიუთითებს. პირველი ნაწილი იწყება იმით, რომ ელეონორი იღებს ანონიმურ წერილს, რომელშიც აცნობებენ, რომ ის არის მოხუცი ქალბატონის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, მაგრამ გამოჩნდა მემკვიდრეობის ახალი პრეტენდენტი. სიუჟეტის მეორე ნაწილი ეძღვნება თავად ერკილ პუაროს გამოძიებას. მესამე ნაწილში კი მოთხრობილია ელეონორ კარლაილის სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც დანაშაულის შესახებ მთელი სიმართლე ირკვევა.ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2025 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.