აშშ-ის პრეზიდენტი მიგრანტების წინააღმდეგ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს პოლიტიკაზე, რომელიც სკოლებსა და ეკლესიებში მიგრანტების დაკავებას ზღუდავდა.ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებშიც შეძლებენ, სადაც აქამდე იკრძალებოდა. აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს, რათა აღასრულონ აშშ-ის საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შევიდნენ.