საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპარლამენტარების ყურადღების ცენტში - ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა საქართველოს შესახებ არსებული ორი პოზიცია გამოკვეთა. ევროპარლამენტარების ნაწილმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ნებას, საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები. ნაწილმა კი - განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ევროპელი დიპლომატების გზავნილებს აფასებენ საქართველოში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ევროკავშირი ქვეყანაში ესკალაციის პროვოცირებაში დაადანაშაულეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არიან. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა ევროპელი დიპლომატებისა ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.