"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. გახარიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე კი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „შერატონიდან“ გახარიაზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან.