100 და მეტი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული ჯილდო გაიზრდება და 1000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი გახდება. თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, სოციალური ინიციატივების გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაანონსა. გრძელდება საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაც. თბილისის მერია ახალ საცხოვრებელ კორპუსს ამჯერად სამგორის რაიონში აააშენებს. კახა კალაძის თქმით, 44 ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს.