კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” ირაკლი რუხაძის დასანქცირების მიზნით, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან მუშაობას განაგრძობს - Palitra News

კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” ირაკლი რუხაძის დასანქცირების მიზნით, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან მუშაობას განაგრძობს

2025-01-22 15:54:34+04:00

კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” ირაკლი რუხაძის დასანქცირების მიზნით, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან მუშაობას განაგრძობს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ბიზნესები, რომლებსაც რუხაძე საქართველოში ფლობს, ჩართულია უზარმაზარ სქემაში და რეგისტრირებულია ნიდერლანდებში, ასევე „ოფშორულ ზონაში“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. დოლიძე მოუწოდებს დიასპორას, ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავონ.