აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. სხდომას ბრალდებული მუსელიანციც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკანონოდ, მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს. ბრალდებული აცხადებს,რომ „რეჟიმის პროკურატურასთან თანამშრომლობას“ არ აპირებს. პარალელურ რეჟიმში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესიც გაიმართა, რომელიც 10 თებერვლამდე გადაიდო. მსახიობს პროკურატურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.