სალომე ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში მე-5 პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და როჯერ უიკერს შეხვდა. შეხვედრების მიზანი, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პარტნიორების ინფორმირებაა. ზურაბიშვილმა მონაწილეობა ,,ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო. სადაც მან არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, სურვილი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე ღიად ისაუბროს.