თელ ავივში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმა, რომელიც პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა, თელ ავივში, ორ სხვადასხვა ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელმა მოქალაქეებს ჭრილობები დანით მიაყენა. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მაროკოს 29 წლის მოქალაქე აბდელაზიზ კადია, რომელიც აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო. ის ისრაელში 18 იანვარს ტურისტული ვიზით შევიდა. კადი ქვეყანაში შესვლისას დაიკითხა, მაგრამ მალევე გაუშვეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.