პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა - რა პოზიცია აქვთ ექსპრემიერის  თანაგუნდელებს - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა - რა პოზიცია აქვთ ექსპრემიერის  თანაგუნდელებს

2025-01-22 12:14:03+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა. - ინფორმაციას თავად გიორგი გახარიას გუნდი ავრცელებს. მათივე ცნობით,სასტუმრო „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“. საკითხთან დაკავშირებით გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობენ.