საქართველოს შესახებ ორად გაყოფილი ევროპარლამენტი. ევროპელი დიპლომატების ნაწილი, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საერთაოშიროსო იზოლაციას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში ერევა. გუშინდელი დებატების დროს ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან კვლავ გაჟღერდა მოწოდება ქვეყანაში ხელახალი არჩევნების, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ. ევროპელი დიპლომატების ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირმა მეტად უნდა იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოქალაქეები უკვე 55 დღეა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩებში დგანან, მათ წინააღმდეგ კი მმართველი გუნდი არაპროპორციულ ზომებს მიმართავს. ევროკავშირი ქართველი ხალხის ინტერესების მხარეს თუ ქვეყანაში ესკალაციის მხარდამჭერი? - ეს არის ის ორი ურთიერთსაწინააღმეგო მოსაზრება, რომლის სასარგებლოდაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტები გააჟღერეს.