უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურა. მისივე თქმით, ახლა ცვლილებების დრო დადგა. მისივე მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ორბანმა განმარტა, სანქციების შედეგად ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დაასრულა, რუსული ენერგორესურსების სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით ჩანაცვლება კი ვერ შეძლო.