ამოიწურა იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ხელოვანები 23 იანვარს, 18 საათზე თეატრის წინ ელოდებიან ერთგულ მაყურებელსა და მხარდამჭერებს, რათა საპროტესტო მანიფესტი წარადგინონ. ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალმა თეატრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა საგანგებო განცხადება 11 იანვარს გაავრცელა. განცხადების თანახმად, მოთხოვნების არგათვალისწინების შემთხვევაში, მსახიობები და მათი მხარდამჭერები პასიური პროტესტიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ და აჩვენებენ ხელისუფლებას, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას.